სასტუმრო ინტურისტ პალასის

+995 422 27 55 25, +995 422 21 78 78, +995 577 94 77 20
ნინოშვილის ქ. 11 ბათუმი საქართველო

სასტუმრო ინტურისტ პალასის 1939 წელს აშენებული 5 სართულიანი შენობა დააპროექტა საბჭოთა პერიოდის ცნობილმა არქიტექტორმა შჩუსევმა.

სასტუმროს ადგილზე მდებარეობდა უნიკალური წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მართმადიდებლური ტაძარი,რომელიც თავისი არქიტექტურული მნიშვნელობითა და იშვიათი სილამაზით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტაძრების რიცხვს მიეკუთვნებოდა.

ცნობილია, რომ 1888 წლის 25 სექტემბერს ტაძრის დაარსების ცერემონიალში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ  და სამეფო ოჯახის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტაძარი მოქმედებდა მე 19- ე საუკუნის ბოლოდან 1936 წლამდე, ვიდრე იგი დაინგრეოდა საბჭოთა პერიოდის ათეისტების მიერ.

დანგრეული ტაძრის ფუნდამენტი საფუძვლად დაედო ახალ შენობას –სასტუმრო ,, ინტურისტს”, სწორედ ეს სასტუმრო შეირჩა სამი მოკავშირე მთავრობის მმართველების შეხვედრის ადგილად, მაგრამ ბოლო მომენტში შეხვედრის ადგილი გადატანილ იქნა იალტაში.

არებობის  70 ზე მეტი წლის განმავლობაში, სასტუმროს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და გადაკეთდა 2 ჯერ 1979-1980 და 2005-2006 წლებში.

სასტუმროს შენობის განმასხვავებელი ფორმა არის მისი თავდაპირველი ნახევრადწრიული ფასადი ბულვარისა და ხეივნის ხედით, რომელსაც ბათუმის ბულვარის მთავარ კოლონადებთან მივყავართ.

დაშორება:

  • თურქეთის საზღვრიდან 18 კმ
  • აეროპორტიდან 8 კმ
  • რკინიგზის სადგურიდან 7კმ
  • ნავსადგურიდან 1 კმ
  • ცენტრალური პარკიდან 200 მ
  • ზღვის სანაპიროდან 200 მ

    ჯავშანი

FACILITIES

Leave your comment